logo
ENG



„ლელოდან" საბურთალოს მაჟორიტარად ბადრი ჯაფარიძე იყრის კენჭს

25 ივლ 202013:52
3 წუთის საკითხავი
 

„ლელო საქართველოსთვის" საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად პარტიის გენერალურ მდივანს ბადრი ჯაფარიძეს წარადგენს. 

ამის შესახებ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„საბურთალოს ოლქი იქნება ის ადგილი, რომელშიც დაიწყება საქართველოსთვის აუცილებელი ცვლილებების განხორციელება.

მინდა გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე იმისათვის, რათა საბურთალოზე მაცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლებია განიცდიან გაჭირვებას, უპირისპირდებიან უამრავ პრობლემას ყოველდღიურად, მათ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს იზრუნოს ჩვენი ქვეყნის პრობლემების გადაჭრის პროცესში აქტიურ წვლილზე", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ჯაფარიძის გარდა „ქართული ოცნების" წევრი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო და პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყრიან კენჭს. 


close დახურვა